გორის რაიონში ცეცხლს ისევ ებრძვიან: მობილიზებულია სახანძრო ვერტმფრენები – ვიდეო

გუშინ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი გუშინ სოფელ საყავრესთან ახლოს ტყეს გაუჩნდა, ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალბარდებზე გავრცელდა.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის შვიდი საათიდან განახლდა.

ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ცეცხლის მოსახლეობასთან ჩამოსვლის საფრთხე არ არსებობს", – აღნიშნავენ უწყებაში.