გაზსადენების მასშტაბური რეაბილიტაცია დედაქალაქში: „თბილისი ენერჯი" სამუშაოებს განაგრძობს

კომპანია მთელი დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. კომპანია „თბილისი ენერჯი" გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1200 მეტრის სიგრძის გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ სამუშაოებთან ერთად კომპანია მთელი დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას განაგრძობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.