ინდოეთმა ჯამუსა და ქაშმირში ახალი სამხედრო ქვედანაყოფები გადაისროლა. იხილეთ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ეპიცენტრიდან.
ეს განპირობებულია რეგიონში მდგომარეობის სავარაუდო დაძაბვით, რაც მისი „განსაკუთრებული სტატუსის“ გაუქმებასთანაა კავშირში. რეგიონში გადაისვრიან დამატებით დაახლოებით რვა ათას სამხედრო მოსამსახურეს. ჯამში ინდოეთის არმიის დაჯგუფებები ქაშმირში 43 ათას ადამიანს გადააჭარბებს.
მუსლიმებით დასახლებული შტატები ჯამუ და ქაშმირი ათობით წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ზონაა ინდოეთის ხელისუფლებასა და ადგილობრივ ბოევიკებს შორის, რომლებსაც მხარს უჭერენ პაკისტანის ტერიტორიიდან. სადავო ტერიტორიების პრობლემა 1947 წლიდან არსებობს, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.
2019 წლის თებერვალში პულვამში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მდგომარეობა სერიოზულად დაიძაბა. ტერაქტის შედეგად 40-ზე მეტი ინდოელი ძალოვანი დაიღუპა. პაკისტანთან საზღვარზე დაიწყო შეტაკებები, სადაც გამოიყენებოდა არტილერია და ავიაცია, რა დროსაც ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი МиГ-21 ჩამოვარდა. ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა, სანამ კონფლიქტის დეესკალაცია მიიღწეოდა.