საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ბიზნეს–ლიდერების ფორუმს გახსნის

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ფრანგული საწარმოების წარმომადგენლები.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს პარიზში ბიზნეს–ლიდერების ფორუმს გახსნის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საერთაშორის ფორუმის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნეს–გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. 

საქართველოს საფრანგეთსა და ისრაელში ახალი ელჩები ჰყავს

ფორუმს დაესწრებიან საფრანგეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის იქნებიან ისეთებიც, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები.

MEDEF INTERNATIONAL – კერძო, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. იგი 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და აღიარებულია საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვან პარტნიორად როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მოლაპარაკებებში.

ორგანიზაცია 1989 წელს დაფუძნდა ფრანგული კომპანიების საზღვრებს გარეთ მოღვაწეობის გაფართოების, უშუალოდ სახელმწიფო ლიდერებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო წარმომადგენლებთან ურთიერთობების დალაგების მიზნით.