თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს

შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი პარალიზებულია – მატარებელი „დიდუბის" სადგურიდან „ახმეტელამდე" არ მოძრაობს, იუწყება პირველი არხი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე" დაყრდნობით.

შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა.