ყვითელი ამბები

„ფორსაჟის“ მსახიობი დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღება საქართველოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის Cash Rebate, ანუ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში წარმოებს.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. „ფორსაჟის“ მსახიობი დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა – ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ჯონსონმა შარშან 89,4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

„ფორსაჟის“ მრბოლელები ქართული ტარებით შოკში არიან

გამოცემის ცნობით, შემოსავალში ითვლება როგორც მსახიობის მიერ სხვადასხვა ფილმში შესრულებული როლებისთვის მიღებული ჰონორარები, ისე ჯონსონის სხვა შემოსავლები და რეკლამიდან მიღებული თანხაც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „ფორსაჟი 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სანამ საქართველოში „ფორსაჟს“ იღებენ, დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორზე ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

47 წლის მსახიობისა და 34 წლის მომღერლის ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

„ფორსაჟი 9“-ის გადაღება საქართველოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის Cash Rebate, ანუ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში წარმოებს. ეს პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებების დროს მწარმოებლების მიერ დახარჯული თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.