ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი 2019 წელს

Sputnik

ამერიკულმა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ყოველწლიური რეიტინგი. ტოპ-10 ადგილიდან ნახევარი „შურისმაძიებლების“ მსახიობებმა დაიკავეს, ხოლო მის სათავეში დუეინ „კლდე“ ჯონსონი მოხვდა.

მამაკაცების მთავარი როლები ჯერ კიდევ მომგებიანი ამპლუაა ჰოლივუდში. უკვე იშვიათია ჰონორარის 20-20 სქემით გაცემა (20 მილიონი დოლარი თავიდან და 20% მოგებიდან), რაც ხშირი მოვლენა იყო ჰარისონ ფორდისა და ტომ კრუზისათვის. თუმცა ჰოლივუდში კვლავ არიან მსახიობები, რომელთა აუდიტორიაც ძალიან დიდია, მათ კი შვიდნიშნა ჰონორარზე დამატებით ფილმის შემოსავლიდან დამატებით უხდიან.

შემოსავლები დათვლილია Nielsen-ის, ComScore-ის, Box Office Mojo-ს და IMDB-ს მონაცემებზე და ინდუსტრიის ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით. ყველა თანხა მითითებულია გადასახადების გადახდამდე.

1 / 10
დუეინ ჯონსონის შემოსავალი 89,4 მილიონი დოლარია
2 / 10
კრის ჰემსუორთის ქონება 76,4 მილიონი დოლარით განისაზღვრა
3 / 10
მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსის ქონება 66 მილიონი დოლარით განისაზღვრა
4 / 10
ინდოელი მსახიობი აკშაი კუმარი 65 მილიონი დოლარის მფლობელია
5 / 10
მსახიობი ჯეკი ჩანის ქონება 58 მილიონ დოლარს შეადგენს
6 / 10
ბრედლი კუპერის შემოსავლები კი 57 მილიონ დოლარს უტოლდება
7 / 10
ამერიკელი კომიკოსი ადამ სენდლერის ქონება ასევე 57 მილიონ დოლარად შემცირდა
8 / 10
მსახიობი კრის ევანსი 43,5 მილიონი დოლარის მფლობელია
9 / 10
პოლ რადი მეცხრე ადგილს 41 მილიონი დოლარით იკავებს
10 / 10
ათეულის ბოლოში კი მოხვდა უილ სმიტი 35 მილიონი დოლარით