პროტესტი ინდონეზიაში: ალმოდებული მანქანები და მღელვარე აქციები – ფოტო

Sputnik

ინდონეზიაში პაპუასების მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, ქუჩებში ისმის სროლის ხმები. იხილეთ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ეპიცენტრიდან.

პროტესტი და მასთან დაკავშირებული არეულობები ორშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში პაპუას სტუდენტებზე თავდასხმების შესახებ.

ადგილობრივ გაზეთში Jakarta Post გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოსტები, სადაც ნათქვამია, რომ პაპუასებზე თავდამსხმელები მათ „მაიმუნებს“ უწოდებდნენ და მათ უნივერსიტეტიდან და სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან გარიცხვას ითხოვდნენ.

პაპუაში და დასავლეთ პაპუაში მომიტინგეები აცხადებენ, რომ მზად არიან პროტესტი განაგრძონ მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეწყდება პაპუასების დისკრიმინაცია.

1 / 10
აღმოსავლეთ ინდონეზიის ზოგიერთ ქალაქში ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება
2 / 10
პროტესტი და მასთან დაკავშირებული არეულობები ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში პაპუას სტუდენტებზე თავდასხმების შესახებ
3 / 10
სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების თანახმად, პაპუასებზე თავდამსხმელები მათ „მაიმუნებს“ უწოდებდნენ და მათ უნივერსიტეტიდან და სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან გარიცხვას ითხოვდნენ
4 / 10
პაპუაში და დასავლეთ პაპუაში მომიტინგეები აცხადებენ, რომ მზად არიან პროტესტი განაგრძონ მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეწყდება პაპუასების დისკრიმინაცია
5 / 10
აღმოსავლეთ ინდონეზიის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის სორონგში, მომიტინგეთა რაოდენობა გაიზარდა, ქუჩებში სროლის ხმები ისმის
6 / 10
მთავრობის წარმომადგენლები ზოგიერთ ქალაქში სიტუაციის ნორმალიზების შესახებ საუბრობენ, სადაც ორშაბათიდან ინტენსიური არეულობები იყო
7 / 10
ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს, მათ შორის საავიაციოც
8 / 10
უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა აზრით, მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა მცდარი და დაუდასტურებელი ინფორმაციები პაპუასებზე თავდასხმის შესახებ
9 / 10
ამ დროს რაიონებში, სადაც გრძელდება პროტესტი, პოლიციის ახალი ძალები მიემართებიან
10 / 10
ადგილობრივები განაგრძობენ მასობრივ საპროტესტო აქციებს. ინდონეზიის ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთში ინტერნეტის სიჩქარე შეანელა, რათა აქციის მონაწილეებს შორის კომუნიკაცია გართულდეს