მსოფლიო დღეს

აშშ-ის ელჩობის კანდიდატი რუსეთში დანიშვნაზე უარს ამბობს

რუსეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სტივენ ბიგანი თანამდებობაზე უარის მიზეზს განმარტავს.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო − Sputnik. რუსეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა სტივენ ბიგანმა უარი თქვა მოსკოვში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებაზე, იუწყება Voice of America.

ამ დროისათვის ბიგანი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია ჩრდილოეთ კორეაში.

მისი თქმით, რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობას იმ მიზეზით არ თანხმდება, რომ სურს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის საკითხებზე კონცენტრირდეს და ამ მხრივ პროგრესს მიაღწიოს.

სტივენ ბიგანი, რომელიც სეულში იმყოფება და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, აცხადებს, რომ აშშ მზადაა განაახლოს მოლაპარაკებები ფხენიანთან, როგორც კი ეს უკანასკნელი მზად იქნება ამისთვის.