ყვითელი ამბები

„ლარი დაგენანა?!“ – ია ფარულავას რეაქციამ უპოვარი ქალის მიმართ საზოგადოება აღაშფოთა

ცნობილი მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ვიდეომ საზოგადოება შოკში ჩააგდო.
Sputnik

მსახიობი ია ფარულავა Instagram-ში გამოქვეყნებული „სთორის“ ვიდეოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მსახიობის რეაქციამ უპოვრის მიმართ იუსტიციის სახლთან ვიდეოს გადაღებისას სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა.

„გაჭირვებული გთხოვს დახმარებას ლარი დაგენანა? შენ რომ არ გიჭირს, გგონია ყველა მაძღარია. შეგარცხვინოს უფალმა. ის ქალი გაგახსენდეს რომ გაგიჭირდება“, – უწერენ ფარულავას.

52 წლის სკანდალური და პოპულარული მსახიობი სილამაზით ნამდვილად გამოირჩევა, რასაც 1987 წელს რობერტ დე ნიროს მიერ მისთვის გადაცემული ჯილდოც „ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი“ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ია ფარულავა ანტი-ეიჯ (ასაკის საწინააღმდეგო) კლინიკების სახეა.