ყვითელი ამბები

ბექა გოჩიაშვილი მიხეილ სააკაშვილს ხინკლის საჭმელად შეხვდა – ფოტო

უკანასკნელ წლებში ბექა პოპულარულ ამერიკელ ჯაზ–მუსიკოსთან ჩიკ კორიასთან თანამშრომლობს, რომელიც Grammy-ს მრავალგზის მფლობელია.
Sputnik

ცნობილი ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

მეგობარს ბექა გოჩიაშვილი ხინკლის საჭმელად შეხვდა. კითხვაზე, ვისთან ერთად აქვს ფოტო გადაღებული, მუსიკოსი პასუხობს: „ბექა გოჩიაშვილი – სააკაშვილთან, ნინი ქარსელაძე – ზურაბიშვილთან! ლოგიკურია, რა თქმა უნდა!“. „ორი ვირტუოზი“, „ორი საქმის პროფესიონალი“, – წერენ ფოტოზე.

ბექა გოჩიაშვილი 1996 წელს დაიბადა. მუსიკალური ნიჭი 2 წლის ასაკში გამოავლინა. უკვე 4 წლის ასაკში ფორტეპიანოზე საკმაოდ რთულ ნაწარმოებებს უკრავდა. 2002 წელს მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა. 9 წლის ასაკიდან ჯაზის ხელოვნების მეთოდებს ეუფლებოდა ზურაბ რამიშვილის ხელმძღვანელობით.

მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება: ექს-პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს >>>

გოჩიაშვილს მრავალ კონკურსსა და ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, უამრავი დიპლომის მფლობელია. 2007 წელს 11 წლის ასაკში ლატვიაში ჯაზ–ფესტივალზე ცნობილ მუსიკოსებთან ლენი უაიტთან და ვიქტორ ბეილისთან ერთად გამოვიდა, იმავე წელს დაუკრა მეათე საერთაშორისო ფესტივალზე „ქართველები უკრავენ ჯაზს“.

სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

2009 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისი კონკურსში, რომელიც 43-ე ჯაზ–ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ჩატარდა (Montreux Jazz Festival).

ბექა გოჩიაშვილმა ნიუ-იორკში პრესტიჟული მუსიკალური სკოლა „ჯულიარდი“ დაამთავრა, რომელშიც ის გამონაკლისის სახით მიიღეს.

უკანასკნელ წლებში ბექა პოპულარულ ამერიკელ ჯაზ–მუსიკოსთან ჩიკ კორიასთან თანამშრომლობს, რომელიც Grammy-ს მრავალგზის მფლობელია.