დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გასართობი ქალაქები – ფოტო

Sputnik

გამოცემამ Lonely Planet ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 10 ყველაზე გასართობი ქალაქი დასახელდა.

საუკეთესო საღამოებით გამორჩეული აღმოჩნდა ბელგრადი. პირველად ეს წოდება სერბეთის დედაქალაქმა 2009 წელს მიიღო. ღამის ცხოვრება იქ კვლავ მრავალფეროვანია – კლუბები, ბარები, ტავერნები და ტივები. ასევე, სხვა ქალაქებთან შედარებით, ბელგრადი ძალიან იაფია (სასტუმროს საშუალო ფასი 30 დოლარია ორი ღამით, ერთი ლიტრი ლუდი კი სულ რაღაც ოთხი დოლარი ღირს).

რეიტინგის მეორე ადგილი მექსიკის ქალაქმა პლაია-დელ-კარმენმა დაიკავა, მესამე – სინგაპურმა, სადაც ალკოჰოლური სასმელი ძალიან ძვირია (დაახლოებით 14 დოლარი ერთი ლიტრი ლუდი), თუმცა ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების მაღალ დონესა და ბარებისა და კლუბების მრავალფეროვნებას – მათი რაოდენობა 150-ზე მეტია.

პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: სანქტ-პეტერბურგი, ტოკიო, სეული, სტამბული, ბანგკოკი, ბუენოს-აირესი და მექსიკის ქალაქი კაბო-სან-ლუკასი.

1 / 10
ზომბების ფესტივალის მონაწილე ბელგრადში
2 / 10
დამსვენებლები პლაია-დელ-კარმენში, მექსიკა
3 / 10
ღამის არტ-ფესტივალი სინგაპურში
4 / 10
საღებავების ფესტივალის მონაწილეები სტადიონზე სანქტ-პეტერბურგში
5 / 10
დამსვენებლების ცეკვა კაბო-სან-ლუკასში
6 / 10
დისკოთეკა სასტუმრო Takanawa Prince-ს სამასკარადო დარბაზში, ტოკიო
7 / 10
ტრადიციულ კორეულ კაბებში გამოწყობილი სტუმრები სურათებს იღებენ კიონბოკუნის სასახლეში, სეული
8 / 10
ქალაქის მკვიდრები აღნიშნავენ ფესტივალს Hidirellez სტამბულის ერთ-ერთ მოედანზე
9 / 10
ნიღბიანი ადამიანი წყლის პისტოლეტით ბუდისტური ახალი წლის ზეიმისას, ბანგკოკი
10 / 10
ტანგოს ცეკვა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე სან-ტელმოში, არგენტინა