ყვითელი ამბები

„ბრძოლისთვის მზად ვარ!“- ვის ან რას უპირისპირდება მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე

კარიერა მრავალი წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტერმინი შოუ-ბიზნესი საქართველოში არც ისე აქტუალური იყო. „სტეფანე და 3G“ ყველას კარგად ახსოვს. მათი კარიერა პროვოკაციული სიმღერის ფონზე ვითარდებოდა და მალე „ევროვიზიაზეც“ წარდგნენ
Sputnik

 

თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. და ასეც მოხდა... თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა და ვითარდებოდა.

2017 წელს საქართველოში ევროვიზიის შესარჩევ ტურზე თაკო დიდი უპირატესობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. თაყვანისმცემლებს მისი შემოქმდების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. ამიტომ სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი ევროვიზიაზე კიევში გაემგზავრა. კონკურსზე 18 შემსრულებელი მონაწილეობდა, ქართველი კონკურსანტი თაკო გაჩეჩილაძე მე-2 ნომრად გამოვიდა. სიმღერით “Keep the Faith”, გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა.

ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა. თაკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.  წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ოჯახთან ერათად თამარ გაჩეჩილაძე-მილანოვა თბილისს ხშირად ვერ სტუმრობს, მაგრამ ამ წლის ზაფხულს აქ ატარებს.

მიუხედავად კარიერაში მცირედი პაუზისა, ხმის ჩამწერ სტუდიას ბულგარეთში ახალი ენთუზიაზმით დაუბრუნდა. საზოგადოებას ახალი სიმღერის გამოშვება დაუანონსა.

როგორც ჩანს საბრძოლველო განწყობა, სწორედ შემოქმედების ახალ ეტაპს ეხება. თაკოს პოსტმა წარწერით „ძალიან კი დავიღალე, მაგრამ სატურნი ჩემგან უფრო მეტს ითხოვს, ამიტომ მზად ვარ ბრძოლისთვის!“ ბევრი თაყვანისმცენელი გაახარა.  მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა წარმატება უსურვეს და ახალ ჰიტებს ერთობლივად ველით.