ყვითელი ამბები

„ყველგან ერთად“ – რუსკა მაყაშვილი საყვარელ შვილთან ერთად ირუჯება

რუსკა მაყაშვილი შეყვარებული იყო, მაგრამ მალავდა, სანამ მათი ქორწილის შესახებ არ გახდა ცნობილი. ახლა ცნობილ წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. პატარა ბიჭუნა დედასავით ქარიზმატული და ენერგიულია.
Sputnik

მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 2 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. ხელის მოწერის ცერემონიაზე თეთრი შარვალი, კოსტიუმი და ყვითელი კედები ეცვა. მისი უბრალო ხასიათი ჩაცმულობაზეც აისახა.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.

ახლა მათი ოჯახი გაიზარდა. რუსკას და სანდროს პატარა ილია ყველგან თან დაჰყავთ, ეს იქნება მუსიკალური ფესტივალი, რუსკას სპექტაკლი თუ ფოტოსესია. პატარა ილიამ უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. პოზიტიურ ბიჭუნასთან თამაშს ყველა ცდილობს. როგორც ნებისმიერ დედას, რუსკას შვილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია.

მიუხედავად ფეხმძიმობისას გადატვირთული რეჟიმისა, რეიტინგული შოუების წაყვანას, ცეკვა-სიმღერასა და ახალ სპექტაკლებში მთავარი როლის შესრულებას ორსულობის ბოლო თვემდე არ წყვეტდა. რა თქმა უნდა, საკითხავი არც არის, თუ ვის ჰგავს ძალიან აქტიური და უსაყვარლესი ილია, რომელთან ერთად წყვილი თურქეთში ისვენებს.