ვარჯიში სამხედრო ბაზაზე – ქართველი რაგბისტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

წვრთნა  საკუთარ თავში მოიცავდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს
Sputnik

თბილისი,  20 აგვისტო  — Sputnik.  რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სოფელ მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ვარჯიში ჩაატარა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებმა წვრთნა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე, სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს, აცხადებენ უწყებაში. 

პროგრამა მოიცავდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს, რომელიც სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა და მათ გაუმჯობესებასთან იყო დაკავშირებული. 

„თავდაცვის უწყება მაქსიმალურად უჭეს მხარს ჩვენს სპორტსმენებს, რათა მათ კიდევ ერთხე დაამთკიცონ საკუთარი ძალა როგორც წვრთნების, ისე შეჯიბრებების დროს“, – აღნიშნა ვიცე–პოლკოვნიკმა.

სამხედრო  ბაზაზე, სადაც მორაგბეებისთვის უჩვეულო პირობები იყო, შეაფასა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

 „ძირითადად რაგბისტები სტადიონსა და სპორტულ მოედნებზე ვარჯიშს არიან შეჩვეულები. აქ კი სულ სხვა სიტუაციაა და სამხედროების დახმარებით ბიჭებმა სხვადასხვა ვარჯიშები გაიარეს, რომლებიც გათვლილი იყო არამარტო ფიზიკურ გამძლეობაზე, ისე გონებრივ დატვირთვაზე“, – განაცხადა მწვრთნელმა. 


ამ წვრთნებით საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპისთვის მზადება დაიწყო, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბერს გაიხსნება და 2 ნოემბერს დასრულდება.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს მსოფლიო პირველობაზე. ქართველი რაგბისტები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.