საქართველოში დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანას ცდილობდნენ

მედიკამენტების ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უაქციზო სიგარეტის უპრეცედენტო კონტრაბანდა: დაკავებულია 12 პირი

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი.

უწყების ინფორმაციით, მედიკამენტების ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.