თბილისის მეტრომ მუშაობა მცირე ხნით შეაჩერა

მეტრომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 15 წუთის შემდეგ განაგრძო.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა დღეს დროებით იყო შეწყვეტილი, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ პრეს-სამსახური. 

„მოძრაობა შეზღუდული იყო მეტროს პირველ ხაზზე გოცირიძე–ნაძალადევის გადასასვლელზე მატარებლის დაზიანების გამო. აუცილებელი გახდა დამატებითი მატარებლის გამოყვანა და დაზიანებულის ჩიხში შეყვანა“, — განუმარტა ჟურნალისტებს კომპანიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მეტრომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 15 წუთის დაგვიანებით განაგრძო.