ხანძარი ტყესთან ახლოს: ლაგოდეხში სტიქიას ებრძვიან – ვიდეო

მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმთან ხანძარია, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლი ტყესთან ახლოს, 10 ჰექტრამდე ფართობზე ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. ასევე მაწიმის ტერიტორიისკენ დასახმარებლად კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გამოძახებული სახანძრო სამსახურების ჯგუფებიც მიემართებიან.