მსოფლიო დღეს

უკრაინელები ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლის საქციელმა აღაშფოთა: ვიდეო დახვედრის ცერემონიიდან

აღსანიშნავია, რომ ზოგმა ინტერნეტმომხმარებელმა სარა ნეთანიაჰუს საქციელში ფარული აზრიც კი აღმოაჩინა. მათი თქმით, პრემიერის მეუღლემ ქვეყნისადმი დამოკიდებულება გამოავლინა.  
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. უკრაინელები ქვეყანაში ვიზიტად მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლის, სარას საქციელმა აღაშფოთა, რომელმაც დახვედრის ცერემონიისას მიწოდებული ტრადიციული პური და მარილი გადააგდო. ამის შესახებ უკრაინელები სოციალურ ქსელში წერენ. 

მანამდე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ხვდება უკრაინულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სამი ახალგაზრდა ქალი ბენიამინ და სარა ნეთანიაჰუებს და მისასალემებელი სიტყვის ფონზე აწვდიან ტრადიციულ „კარავაის“. ისრაელის პრემიერი ტეხს პურს, აწობს მარილში, აგემოვნებს და მცირე ნაწილს მეუღლეს აწვდის, რომელიც ვითომ შეუმჩნევლად აგდებს მას. 

აღსანიშნავია, რომ ზოგმა ინტერნეტმომხმარებელმა სარა ნეთანიაჰუს საქციელში ფარული აზრიც კი აღმოაჩინა. მათი თქმით, პრემიერის მეუღლემ ქვეყნისადმი დამოკიდებულება გამოავლინა.