ყვითელი ამბები

„ფულის ხამო, იგივე სოფლელი გოიმი ხარ...“ – იუნა შაფათავა გურამ შეროზიას დაუპირისპირდა

მსახიობი იუნა შაფათავა რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და ბოლო დროს ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში.
Sputnik

ბლოგერი გურამ შეროზია მსახიობ იუნა შაფათავას სტატუსს იზიარებს, სადაც ის ურთიერთობებზე წერს და ამბობს, რომ ორი დღე ერთსა და იმავე კაცთან ყოფნა ვერ წარმოუდგენია. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ასეა ყველა კაცი და ქალი, რომლებიც ერთად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ, თუმცა „ძალით ოჯახის“ წევრებს ეშინიათ მარტო ყოფნის, ამ შემთხვევაში კი ცხოვრება გალიას ემსგავსება.

პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს. პირველი კი თავად მსახიობი გამოეხმაურა და ურჩია ბლოგერს, ფოტო შეეცვალა.

„ფოტო გამოცვალე. ცოტას ვვარჯიშობდი მანდ. ეს მირჩევნია, თან კარგად ჩანს რომ ფოტოშოპი არ აქვს, ვენები მეტყობა კანის ქვეშ. მიყურონ რა „დამჭკნარი“ ვარ“, – დაუწერა შაფათავამ.

ცოტა ხანში კი ბლოგერის პოსტი გაიზიარა და შეროზიას დაუპირისპირდა, მას ფულის ხამი და სოფლელი გოიმი უწოდა.

„საკუთარ შვილზე სპეკულირებ და ყველაფერს იყენებ, რომ ფოლოვერი გაზარდო, ფსიქოლოგიურად ვერ იზრდები. წლებია გიყურებ და ისევ იგივე სოფლელი გოიმი ხარ, პოპულარობა რომ უნდოდა და გატელევიზორება“, – წერს მსახიობი. შეროზიამ აშკარად უკან დაიხია და მიუწერა, რომ უბრალოდ მისი ნააზრევის გაცნობა უნდოდა საზოგადოებისთვის.