როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 21 აგვისტოს

დედაქალაქში ოთხშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 21 აგვისტოს უნალექო, მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუს ნიშნულზე დაფიქსირდება ღამით, ხოლო მაქსიმალური, +34 გრადუსი დღისით იქნება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:14 საათზე ამოვა და 19:52 საათზე ჩავა.