თემურ ბაბლუანი: კონსტანტინე გამსახურდიას ვუთხარი: მე თუ თქვენს სქელ წიგნებს ვკითხულობ...

თემურ ბაბლუანი იხსენებს ბავშვობის ერთ ეპიზოდს, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლში ეწვია.
Sputnik

„გავიდა დრო და 90-იან წლებში ახლობელი მირეკავს და მეუბნება: „ლიტერატურულ საქართველოში“ აშკარად შენი მოთხრობაა დაბეჭდილიო. ეს იყო მოთხრობა „რაჟდენი“, რომელსაც ასეთი მინაწერი ჰქონდა: „ეს მოთხრობა ჩვენ ვიპოვეთ დიდი მწერლის არქივში და ავტორს გვსურს, რომ გამოგვეხმაუროს“- იხსენებს თემურ ბაბლუანი სატელევიზიო გადაცემაში.

თემურ ბაბლუანი- ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი. რეჟისორმა თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: „მოტაცება“ და  „ბეღურების გადაფრენა“. რეჟისორს ფილმისთვის „ბეღურების გადაფრენა“ მიღებული აქვს სპეციალური პრიზი კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე, მისმა ფილმმა „ძმა“ ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი და დიპლომი. ფილმმა „უძინართა მზე“ მთავარი პრიზი „გრან-პრი“ აიღო მოსკოვის ფესტივალზე, თბილისში კი -მთავარი პრიზი და დიპლომი ქართული ფილმების პირველ   რესპუბლიკურ კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“. იგივე ფილმს ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა, რეჟისორს კი- რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.