რუსთავში ყალბი ოქროს ნაკეთობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

მებაჟეებმა მამაკაცს კონტრაბანდული ოქრო კუჭში უპოვეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითური გზით მიღებული თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ოქროს ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ასევე, ამოღებულია დ.ხ.-ს მიერ გაყიდული სამკაული. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.