როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

ალბათ ბევრი გსმენიათ სტამბულზე, ულამაზეს ქალაქზე, რომელიც მნახველს ერთი ნახვით აყვარებს თავს.
Sputnik

 

დაუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ ამ საოცარ ქალაქზე, მის დიდებულებაზე, სილამაზეზე, ტრადიციებზე, ხალხზე... თუმცა ამჯერად პრინცის კუნძულებზე მოგიყვებით, რომელიც სტამბულთან ახლოს მდებარეობს და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე

სტამბულიდან კუნძულზე ტურით წასვლა დაახლოებით 100 ლირა დაგიჯდებათ (50 ლარი). მე გასწავლით გზას, რომლის საშუალებითაც ამ ულამაზეს ადგილას სულ რაღაც ხუთ ლირად (2.50 ლარი) მოხვდებით. გალათას ხიდთან მდებარე ნავსადგურიდან კუნძულის მიმართულებით ბორანი გადის, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მისვლას ორ საათს ანდომებს. ეს ორი საათი ცალკე სანახაობაა და თავგადასავლებით არის დატვირთული. სანამ ამის შესახებ მოგიყვებით, ორიოდე სიტყვით კუნძულის შესახებ მოგითხრობთ. ბორანი ოთხ კუნძულზე ჩერდება, ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავი ბუიუქადას კუნძულია. ბიუიუქადა ნიშნავს „დიდ კუნძულს“ და ის მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის ცხრა კუნძულიდან ყველაზე დიდია.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

ბიზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად. მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით, ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს.

ახლა მგზავრობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებს დავუბრუნდეთ. როგორც გითხარით, კუნძულამდე მისასვლელად ორი საათი გჭირდებათ. ეს ორი საათი თითქოს ორ წამში გადის. როცა გემი მარმარილოს ზღვაში შეცურავს, ზღვიდან მოტანილი მლაშე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ...

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

ადგილი ღია გემბანზე, წინა რიგებში დაიკავეთ, საიდანაც საოცარი ხედი იშლება. ხედავ, როგორ მიაპობს ბორანი უზარმაზარ ტალღებს, თავზე კი თოლიები დაგფარფატებენ. მათ უკვე ჩვევად აქვთ ღია გემბანზე გამოფენილი მგზავრებისგან „ძღვენის“ მიღება. ბავშვებივით არიან განებივრებული, გელოდებიან სიმითს, ან სახვა სანოვაგეს როდის გადაუგდებ. ზოგი იმდენად თამამია, შეიძლება შენი ხელის გულზეც აღმოჩნდეს. მიმტანი თურქულ ჩაის, ყავას და სეზამ მოყრილ სიმითს დაატარებს. არაფერი შეედრება ბორანზე მოდუღებულ ჩაის, რომელსაც საოცარი ხედის ფონზე, სრულ ნეტარებაში მიირთმევ. მოხეტიალე მოვაჭრეები საოცარი ენთუზიაზმით გთავაზობენ წვრილმან საყოფაცხოვრებო ნივთებს. ეს კიდევ ცალკე სანახაობაა.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

გემზე დრო ჩერდება, გინდა ეს მგზავრობა არასოდეს დასრულდეს... თუმცა გახსენდება, რომ წინ უფრო დიდი სიამოვნება, პრინცის კუნძულები გელოდება.

ბუიქადას კუნძული: სამოთხე დედამიწაზე

როგორც კი ბუიუქადას კუნძულზე დადგამთ ფეხს, სხვ  სხვა საუკუნეში, სხვა ეპოქაში ღმოჩნდებით. კუნძულზე ვერ ნახავ მანქანას. იქ მხოლოდ ცხენიანი ეტლით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. როგორც კი ნავსადგურიდან გამოხვალთ, ლამაზი ყვავილებით მორთული, ფერადი ველოსიპედები დაგხვდებათ. აუცილებლად იქირავეთ, ფეხით ძალიან გაგიჭირდებათ კუნძულის შემოვლა. თუმცა ფეხით სიარულსაც თავისი ხიბლი აქვს.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

დღეს კუნძულზე ისეთივე სიმშვიდეა, როგორც ალბათ საუკუნეების წინ იყო. ცივილიზაცია და თანამედროვე ცხოვრების რიტმი აქ ნაკლებად იგრძნობა, რაც უფრო მიმზიდველს და იდუმალს ხდის კუნძულს.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება ულამაზესი ყვავილების გვირგვინი, მეც მაშინვე მოვირგე თავზე ეს სილამაზე და საოცარი განწყობით შევუდექი აღმართს. გზადაგზა კუნძულის საოცარ სანახაობებს ვაწყდებოდი: ტყეებს, პლაჟებს, ბაღებს, საპიკნიკე ადგილებს, იახტებით დატვირთულ ყურეებს, ბიზანტიურ ტაძრებს, ოტომანების დროინდელ ხის საზაფხულო სახლებს და უმდიდრეს ვილებს... აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ კუნძულზეა გადაღებული არაერთი პოპულარული თურქული სერიალი თუ ფილმი.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

კუნძულს ველოსიპედით დაახლეობით სამ საათში მოივლით. თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, მაშინ მეტი დროც დაგჭირდებათ.

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

დღის დასასრულს აუცილებლად ეწვიეთ ზღვის პირს მდებარე ულამაზეს კაფეს, სადაც უგემრიელესი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ. ჩაი და ყავა გემოვნებით...

როგორ მოვხვდეთ პრინცის კუნძულებზე 5 ლირად: იდუმალი კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ

კუნძულის ნავსადგურზე ჩამომდგარი ბორანი საყვირით გამცნობთ, რომ ბიზანტიურ-ოტომანური წარსულიდან კვლავ თანამედროვე სტამბოლის მჩქეფარე ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეთ...