მტკვარმა რუსთავში დაკარგული მამაკაცის ცხედარი გამორიყა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112-ში“  ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ პარასკევს შევიდა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მდინარე მტკვარმა 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, რომელიც ორი დღის წინ დაიკარგა რუსთავში, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112-ში“  ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ პარასკევს შევიდა. საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ადგილზე გამოცხადებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ნაპირზე მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ დაკარგული მამაკაცის ძებნა დრონის საშუალებითაც მიმდინარეობდა.