მსოფლიო დღეს

კაცს მეხი დაეცა და გადარჩა: შემთხვევა სათვალთვალო კამერამ გადაიღო - ვიდეო

შემთხვევა ერთ-ერთ შენობაზე დამაგრებულმა  ვიდეკამერამ აღბეჭდა. კადრებში ჩანს, როგორ ეცემა მეხი მამაკაცს პირდაპირ ფეხში
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. კაროლინის შტატში (აშშ) მცხოვრები მამაკაცი ცოცხალი გადაურჩა მეხის დაცემას,  იუწყება ტელეარხი WSOC-ი.

შემთხვევა ერთ-ერთ შენობაზე დამაგრებულმა  ვიდეკამერამ აღბეჭდა. კადრებში ჩანს, როგორ ეცემა მეხი მამაკაცს პირდაპირ ფეხში. მოულოდნელობით დამფრთხალ კაცს ხელიდან ქოლგა უვარდება, თუმცა მყისიერად მოდის გონს, ქოლგას იღებს და სასწრაფოდ ეცლება იქაურობას. 

გადარჩენილი რომულუს მაკნეილი აღმოჩნდა, რომელიც შემთხვევის მომენტში თურმე საკუთარი მანქანისკენ მიდიოდა. 

„სინათლე დავინახე და შევეცადე, სპრინტერივით გავქცეულიყავი. არ მინდა, რომ იგივე სხვასაც დაემართოს. ეს სიგიჟე იყო“, - ამბობს მაკნეილი. 

ტელეარხთან საუბრისას მამაკაცი გამოტყდა, რომ წესიერად არც ახსოვს, ზუსტად სად მოხდა ინციდენტი, მაგრამ იმაში კია დარწმუნებული, რომ წვიმაში გარეთ გასვლას ვეღარ გარისკავს.