მცხეთასთან ექვსი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, არიან დაშავებულები

ექვსი ავტომობილიდან ერთი ავტობუსი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი სატვირთო ავტომობილი იყო.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, მცხეთასთან ახლოს ექვსი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, არიან დაშავებულები, იუწყება პირველი არხი.

ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

ექვსი ავტომობილიდან ერთი ავტობუსი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი სატვირთო ავტომობილი იყო.

შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება  მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.