გრანდიოზული პროექტი: ბათუმი თეატრალურ ფესტივალს უმასპინლებს

ბათუმს ეწვევიან თეატრალური დასები ევროპიდან – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალაქი ამგვარ მაღალი დონის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. А–კლასის გრანდიოზული თეატრალური ფესტივალი Batumi International ბათუმში 7–20 დეკემბერს პირველად ჩატარდება, აღნიშნულია ბათუმის დრამატული თეატრის განცხადებაში.

А–კლასის ფესტივალებს მიაკუთვნებენ წლის ყველაზე მნიშვნელოვან და კულტურულ მოვლენებს.

Batumi International–ის იდეის ავტორია ბათუმის ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე. ამ ინიციატივას მაშინვე დაუჭირეს მხარი აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ვერდის ფესტივალს თბილისში „ბალ-მასკარადი" გახსნის

ფესტივალის ერთ–ერთი ძირითადი მიზანია ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქის საერთაშორისო თეატრალურ რუკაზე გამოჩენა. ამ ინიციატივის წყალობით ქალაქი გახდება უფრო ცნობილი. ახალიპროექტი ასევე ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორების მოძიებას ერთობლივი მუშაობისა და პროექტებისთვის.

ფესტივალს უხელმძღვანელებს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანიანი თეატრალური პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტთა საბჭომ შეარჩია.

„როცა თეატრი ცოცხალია, საქართველოც ცოცხალია" – პრეზიდენტი კულტურის როლის შესახებ>>

სპექტაკლებს ახლადრეაბილიტირებული ბათუმის თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ყველა ტექნიკურ პარამეტრებს აკმაყოფილებს.