ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობა ბათუმში - დაკავებულია ორი პირი

ბრალდებულები ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულები 32 და 21 წლის არიან. 32 წლის მამაკაცი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

პოლიციამ ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.