ყვითელი ამბები

მანიკა ასათიანმა მდიდრული შვებულება იბიცაზე მოიწყო- ვისთან ერთად ისვენებს მოდელი?

ტელეწამყვანმა და მოდელმა ეთერში წარმატებული სეზონის დასრულება იბიცაზე გამგზავრებით აღნიშნა. მანიკა იბიცაზე მარტო არ იმყოფებოდა
Sputnik

გარეგნობიდან გამომდინარე, მანიკა ასათიანს მზეს ადარებენ, ამიტომ მას ზაფხულიც განსაკუთრებულად უყვარს. შოკოლადისფერი რუჯი, ზღვის სანაპირო, ელექტრონული მუსიკა, გვერდით მშვენიერი მეგობრები და ენდორფინების შკალა მაქსიმუმს აღწევს. საოცნებო ზაფხული და დაუვიწყარი ღამეები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მანიკა ასათიანმა ქმართან ერთად მოიწყო მაგრამ მეგობრებიც არ დაივიწყა.

 

ბედნიერების ჰორმონის გააქტიურებას, დაუღალავი ცეკვა და გართობა მოჰყვება. სწორედ, Instagram- ის „სთორიში“ დაუვიწყარი დღეების ამსახველ ვიდეოებს ტელეწამყვანი დაუღალავად აქვეყნებდა. მშვენიერ შვებულებას მისი სპორტსმენი მეუღლე- ბექა წივწივაძეც ესწრებოდა.

მანიკამ უამრავი ფოტო გამოაქვეყნა, ხოლო რამდენიმეს წარწერა დაურთო- „მზე საუკეთესო ფოტო-ფილტრია“, „სამოთხე“, „ჩემი არდადეგები მიყვარს“, „გუშინ ვიმხიარულე“...

ტანწერწეტა და გამორჩეული გარეგნობის მქონე ტელეწამყვანი პოზიტივის დედოფალია. სადაც მანიკა ჩნდება, იქ სიცილ-კისკისი და საოცარი დროის გატარება არ წყდება. ცხადია, იბიცაზე ასე მოხდა. მეუღლეს გარდა, მანიკას ცნობილი ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი ახლდა.

მეგობრებმა იბიცას კულძულზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს დაესწრნენ.