ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების მუსიკის საღამო შეკვეთილში: დამატებითი მატარებელი მოყვარულებს

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. Black Sea Arena-ს სცენა შეკვეთილში დღეს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს უმასპინძლებს.

კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი  – კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის; ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების მუსიკის საღამო შეკვეთილში: დამატებითი მატარებელი მოყვარულებს

ბილეთის ფასი 20 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს.

საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 17 აგვისტოს თბილისი-„ბლექ სი არენა“ - ბათუმი. გასვლა - 12:40 სთ.

გამოსვლა 17 აგვისტოს ბათუმი – 23:50 სთ, ჩამოსვლა – „ბლექ სი არენა“ – 00:38 სთ; ჩამოსვლა – თბილისი – 05:15 სთ.