ყვითელი ამბები

ირაკლი ალასანიას ვაჟი ცოლს დაშორდა - ნუცა ადამია ახალ რჩეულთან ერთად ისვენებს

ნიკუშა ალასანია და ნუცა ადამია სამი წლის წინ დაქორწინდნენ
Sputnik

ცნობილი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია და ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია, შესაბამისად, მუდმივად ხვდებიან როგორც ყვითელი პრესის, ასევე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ირაკლისა და ნათიას ორი შვილი - ნიკუშა და კატო ალასანიები ჰყავთ, რომლებიც ნაკლებად ურთიერთობენ პრესასთან. ნიკუშა ალასანიამ სამი წლის წინ იქორწინა. მისი რჩეული ნუცა ადამიაა. წყვილს პატარა თინანო ჰყავთ, რომელსაც ბებია ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ხშირად უძღვნის პოსტებს.

ოქტომბერში ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი თინათინი შეეძინა. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარას ბებია, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაშორდა და ნუცა ადამიას უკვე ახალი რჩეულიც ჰყავს- ერეკლე გველესიანი. ისინი ამჟამაად ერთად ისვენებენ იტალიაში.

რაც შეეხება პატარა თინათინს, ის ბებოსთან და მამიდასთან ერთად რაჭაში ისვენებს.