დღეს გენიალური რობერტ დე ნიროს დაბადების დღეა. ამერიკელ მსახიობს 76 წელი შეუსრულდა. რობერტ დე ნირო დაიბადა 17 აგვისტოს 1943 წელს ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში: მის მშობლებს რობერტ დენირო უფროსს და დედას ვირჯინია ედმირალს ნიუ–იორკის ბოგემის წრეში კარგად იცნობდნენ.
დე ნიროს მამა იყო იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი, ხოლო დედამისი გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. მათმა ქორწინებამ დიდ ხანს ვერ იარსება, დენირო ორი წლის იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, თუმცა ყველასთვის და თვითნ დე ნიროსთვის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობი დარჩა.
დე ნირომ ბავშვობა ნიუ–იორკის იტალიურ უბანში გაატარა: ბიჭი ქუჩაში ბევრ დროს ატარებდა, მეგობრობდა ადგილობრივ მოზარდებთან, რომლებმაც მას სისუსტის და ფერმკრთალობის გამო მეტსახელი მისცეს „ბობი მილკი“. ამავე დროს რობერტს პირველი გამოცდილება ჰქონდა თეატრში, ის სკოლის დადგმაში „ოზის ქვეყნის ჯადოქარიში“გამოვიდა მშიშარა ლომის როლში.
ვირჯინია განქორწინების მერე შვილს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა, მან თავისი საგამომცემლო ფირმა გახსნა და მთელ დროს საქმეებში ატარებდა, თუმცა შვილს უზრუნველყოფდა, და შესაძლოა, რომ მხოლოდ სამსახიობო ნიჭმა შეაჩერა ბობი კრიმინალური მომავლის არჩევისგან.
სცენა ბობის მუდამ იზიდავდა და 15–16 წლის ასაკიდან მან მონაწილეობა დაიწყო მრავალრიხოვან თეატრების დადგმებში და ამავე დროს სამსახიობო ხელოვნებას სწქავლობდა სტელა ადლერთან და ლი სტრასბერგთან.
20 წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში 'ქორწილის წვეულება', თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში 'Three Rooms in Manhattan', მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი, მყიდველის როლში სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან, ფილმში 'Greetings'(1968), შემდეგ კი ითამაშა ფილმში 'Hi, Mom!'(1970).
დე ნიროს პოპულარობის გაზრდა გამოიწვია 1973 წელს, გადაღებულმა ფილმმა Bang the Drum Slowly, სადაც მან დიდი ლიგის ბეიზბოლის ბოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს, მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსესესთან, როდესაც მან ითამაშა დასამახსოვრებელი როლი ჰერვი კეიტელთან ერთად, ფილმში 'Mean Streets'(1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრანცის კოპოლას ფილმში, ნათლიმამა II (The Godfather Part II). ამ როლით მან მიიღო თავისი პირველი ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარი“, ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“. ის გახდა პირველი მსახიობი, ვინც მოიგო ოსკარი და ლაპარაკობდა მხოლოდ უცხოურ ენაზე.
1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიის დაარსება „ტრიბეკა პროდუქცია“, „ტრიბეკა ფილმის ფესტივალი“ და „ნობუ“. დენიროს კარიერა წარმატებულად მიდიოდა წინ, რის თქმაც მის პირად ცხოვრებაზე არ შეიძლება. რობერტის ურთერთობა ქალებთან საკმაოდ რთლად იწყობოდა, ამის ერთერთი მიზეზი უამრავი კომლექსი იყო, რომელიც მსახიობს ბავშვობიდან მოყვა: დედის მრავალრიცხოვანი რომანები – ამან თავისებურად იმოქმედა პატა ბობის ფსიქიკაზე.
იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად მისი ქორწინება დიანა აბოტთან ათ წელიწადზე მეტს გრძელდებოდა(სინამდვილეში ისინი დიდი ხნით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს), მთელი ამ დროის განმავლობაში დენიროს პარალელურად ყავდა ქალები, მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ სკანდალური იყო, თვითნ მსახიობი კი ამის შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებდა. თუმა ყვითელ პრესას მსახიობის არც ერთი რომანი არ გაუშვია თვალიდან და მის არაჩვეულებრივ გემოვნებას იხილავდა – რობერტს სტრიპტიზის მოცეკვავეები, მოდელები მოსწონდა და თან ამ დროს უპირატესობას შავკანიან ქალებს ანიჭებდა.