ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში: ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

 შემთხვევა დღეს მოხდა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ამ დროისათვის დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.