ქობულეთში ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა: ქალი ადგილზე დაიღუპა

ცოლ-ქმარი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, სომხეთიდან  დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქალი, მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში: ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შემთხვევა გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა ზებრა-გადასასვლელთან.  ავტომობილი, რომლის მძღოლიც, სავარაუდოდ, ნასვამი იყო, სომხეთიდან  დასასვენებლად ჩამოსულ ცოლ−ქმარს დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს 40-წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ, 47 წლის მამაკაცი კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.