მსოფლიო დღეს

უნიკალური შემთხვევა: ქალმა მეორე ბავშვი ორთვენახევრის შემდეგ გააჩინა

გოგონა 850 გრამი და 42 სანტიმეტრი სიგრძისა მოევლინა ქვეყანას, ხოლო ბიჭი – 2,9 კილოგრამი და 50 სანტიმეტრი.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ყაზახეთში 29 წლის ქალმა ორი თვის განსხვავებით ორი ბავშვი გააჩინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მოხდა უნიკალური შემთხვევა: ქალმა გოგონა 25–ე კვირაზე იმშობიარა, ხოლო ორი თვისა და 16 დღის შემდეგ დაიბადა ვაჟი.

სამედიცინო სენსაცია: ქალმა ერთ თვეში ორჯერ იმშობიარა

როგორც უწყებაში განმარტავენ, ასეთი უჩვეულო შემთხვევა ქალის ორგანიზმის ანატომიური განსაკუთრებულობით აიხსნება, კერძოდ, ორმაგი საშვილოსნოთი.

 „სტატისტიკურად, ასეთ შემთხვევებში ცოცხალი ბავშვის დაბადების შანსია 1 50 მილიონზე. მაგრამ ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით, დედაც და ბავშვებიც კარგად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გოგონა 850 გრამი და 42 სანტიმეტრი სიგრძისა მოევლინა ქვეყანას, ხოლო ბიჭი – 2,9 კილოგრამი და 50 სანტიმეტრი.