უსაფრთხოების მიზნით „გალერია თბილისის" შემოწმება მიმდინარეობს

„გალერია თბილისში" გუშინ დაკვამლიანების გამო ევაკუაცია გახდა საჭირო
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში", უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სავენტილაციო სისტემას ამოწმებენ, ნათქვამია „გალერია თბილისის" ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუშინ საღამოს თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „თბილისი გალერიში" დაკვამლიანება მოხდა, რის გამოც მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

დაკვამლიანების მიზეზი ის იყო, რომ შენობის ტექნიკურ სივრცეში სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი.

როგორც „გალერია თბილისში" აცხადებენ, შემთხვევის დროს არ დაშავებულა არავინ და ასევე, არ დაზიანებულა ქონება.

უსაფრთხოების მიზნით „გალერია თბილისის" შემოწმება მიმდინარეობს

ასევე, სავაჭრო ცენტრი მუშაობის განახლების დრო დღეს გახდება ცნობილი. „გალერია თბილისის" ადმინისტრაცია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.