საქართველოს სამხედრო გზაზე დღისით მოძრაობა იზღუდება

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამხედრო გზის ეს 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც ყოველდღიურად 3.5 ათასი ავტომობილი მოძრაობს,  ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის დღისით მოძრაობა იზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ.-ზე, მდინარე თერგზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა დაგეგმილი.

„აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00სთ-დან 16:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

მოძრაობას აღნიშნულ რეჟიმში კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამხედრო გზის ეს 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც ყოველდღიურად 3.5 ათასი ავტომობილი მოძრაობს,  ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში.