ტატიშვილი: სუნთქვა გამიჭირდა, დამეწყო ქოშინი, ამიჩქარდა გულის რიტმი...

ექიმი და მსახიობი ოთარ ტატიშვილი ჭარბ წონაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
Sputnik

„ჩემმა მაქსიმალურმა წონამ 123 კილოგრამამდე მიაღწია. ბოლოს ძალიან მაწუხებდა ჩემი წონა. მესამე სართულზე ფეხით მომიწია ასვლა, სუნთქვა გამიჭირდა, დამეწყო ქოშინი, ამიჩქარდა გულის რიტმი, მივხვდი, რომ ამისთვის უნდა მიმეხედა. მეორე იყო ვიზუალური მხარე. არაფერში არ ვეტეოდი, ჩემი ჩაცმა ყოველთვის იყო პრობლემა“, - ამბობს ტატიშვილი.

ტატიშვილის განცხადებით, ყველაფერი დაკავშირებულია ნებისყოფაზე. ერთი წლის განმავლობაში იყო დიეტაზე, დადიოდა ცურვაზე, რის შედეგადაც 42 კილოგრამი დაიკლო.