ყვითელი ამბები

„არასოდეს დამტოვო, სულ ჩემთან იყავი გთხოვ...“ - ნანუკა გულუას მამა გარდაეცვალა

ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. იგი სერიალში მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს
Sputnik

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს ნანუკა გულუას მამა გარდაეცვალა. მსახიობმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.

„ჩემი უზარმაზარი სიყვარული! მადლობა, რომ შენი შვილობის პატივი მერგო მა, არასოდეს დამტოვო, სულ ჩემთან იყავი გთხოვ... მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, ჩემი უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის. მა მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ“, - წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. იგი სერიალში მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს. დოჩი ალიშბაიას პერსონაჟი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.