მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ექსკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა. მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე „სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს, თუმცა, „სასწრაფო დახმარების" მისვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.