გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები

სამაგისტრო გამოცდის სააპელაციო განაცხადების ვადაა 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა, ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

აპლიკანტებს მიღებული ქულების ნახვა ვებგვერდზე online.naec.ge-ზე შეუძლიათ.

ცვლილებები ეროვნულ გამოცდებზე: საგანი, რომელსაც აბიტურიენტები 2020 წლიდან აღარ ჩააბარებენ

სამაგისტრო გამოცდის სააპელაციო განაცხადების ვადაა 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია, თუმცა ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან.

საფასური შესაძლებელია გადაიხადოს როგორც მაგისტრანტობის მსურველმა, ასევე სხვა პირმა, თუმცა გადახდისას უნდა მიუთითოს გამოცდის მონაწილის შესაბამისი მონაცემები.