თბილისის „დინამომ" მატჩი „ფეინოორდთან" ფრედ დაასრულა

ოთხივე ქართული კლუბი ევროპის თასის გათამაშებას გამოეთიშა
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამო" ჰოლანდიურ „ფეინოორდთან" მატჩი თბილისში ფრედ 1:1 დაასრულა. საპასუხო მატჩი უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა.

თბილისის „დინამომ" მატჩი „ფეინოორდთან" ფრედ დაასრულა

ერთი კვირის წინ როტერდამში ქართულმა კლუბმა 0:4 წააგო, ამდენად ყველასთვის ნათელი იყო, რომ მატჩი ფორმალური ხასიათისა იქნებოდა.

მატჩის ნახევრად ამხანაგური სტატუსი პირველმა ტაიმმაც დაადასტურა, რომელშიც სტუმრები ბურთს დროის 57 პროცენტი ფლობდნენ, „დინამოს" კარში დაარტყეს ხუთჯერ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს - სიმართლე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით არც უცდიათ.

თბილისის „დინამომ" მატჩი „ფეინოორდთან" ფრედ დაასრულა

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. „ფეინოორდის" მცველმა შეცდომა დაუშვა, რითიც ლევან შენგელიამ ისარგებლა და ანგარიში 52-ე წუთზე გახსნა.

უკვე ხუთ წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - გოლის ავტორია ბოტეგინი.

თბილისის „დინამომ" მატჩი „ფეინოორდთან" ფრედ დაასრულა

ამის შემდეგ თამაში აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა „დინამო არენას" დისკვალიფიკაციის გამო.

ორი მატჩის ჯამური ანგარიშით „დინამომ" 1:5 წააგო. ამჟამინდელ სეზონში ევროთასს გამოეთიშა ასევე ქუთაისის „ტორპედო", საჩხერის „ჩიხურა" და თბილისის „საბურთალო".