ყვითელი ამბები

„ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც ჩემს ლამაზ მეუღლეს მივუძღვენი“ - ბერა ვიდეოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე გასული წლის სექტემბერში დაქორწინდნენ
Sputnik

მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს სიმღერა დაუწერა. ბერამ Instagram-ის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.

„ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც ჩემს ლამაზ მეუღლეს მივუძღვენი. გიჟურად გადის დრო, როდესაც შეყვარებული ხარ“, - წერს ბერა. ვიდეო შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფშია“ გადაღებული, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლის და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ჯვარი გასული წლის ნოემბერში დაიწერა.

ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ჯვრისწერამდე ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე პატრიარქს შეხვდნენ. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ჯვრისწერის წინ წყვილი დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

პოპულარული ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე სექტემბრის თვეში დაქორწინდნენ. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა. წყვილი ვაჟს ელოდება.