ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა

მამაკაცს მეოთხე სართულზე ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ბაკურიანში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 56 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იწუეყაბ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს, კოხტასძირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ქედის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია, რომელიც სამუშაოდ ბაკურიანში, ერთ- ერთ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მუშად მუშაობდა. მამაკაცს მეოთხე სართულზე ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.