დღეს სავსემთვარეობაა – რას უნდა ველოდოთ, როგორ ვიმოქმედოთ

სავსემთვარეობა 15 აგვისტოს მერწყულის თანავარსკვლავედში ჩაივლის, ასტროლოგები ამ კავშირის გავლენას დადებითად მიიჩნევენ
Sputnik

მთვარე მერწყულის ნიშანში კარგი პერიოდია. ჩვეულებრივ, ასეთი დღეები წარმატებული და ხელსაყრელია. მაგრამ მაინც, სავსემთვარეობისას გამორიცხული არაა ზოგიერთი მოულოდნელი მოვლენა, ამიტომ ასტროლოგების რჩევები გამოგადგებათ.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

სავსემთავრეობისას  მთვარის ენერგია მაქსიმალური და თითქმის უმართავია. საშიში მთვარის „დაშოშმინება“ მხოლოდ ზოგიერთ თანავარსკვლავედს შეუძლია და ისიც ყოველთვის - არა. ამ დღეს ასტროლოგები არ გვირჩევენ ახალი საქმის დაწყებას. სჯობს, მშვიდად დავასრულოთ დაწყებული, აუჩქარებლად განვაგრძოთ ჩვეული საქმეები. ზედმეტი ამბიციები ასეთ დღეებში, შესაძლოა, ბოროტად გვეხუმროს. ამ პერიოდში ძალზე საშიშია კონფლიქტები. ამას შეუძლია სერიოზული უთანხმოების გამოწვევა გუნდში, ოჯახში, სიყვარულში. შესაძლოა, გაუარესდეს ჯანმრთელობა.

საბედნიეროდ, 15 აგვისტოს სავსემთვარეობა სხვა ციურ სხეულებს არანაირი ნეგატიური ასპექტებით არ უკავშირდება. ასევე, სინოპტიკოსები არ პროგნოზირებენ ძლიერ მაგნიტურ ქარიშხლებს, ამიტომ მეტეოდამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობა ამ მხრივ სტრესულ ვითარებაში არ აღმოჩნდება. მაგრამ სავსე მთვარეს ასეთი ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში უძილობისა და გაძლიერებული ნერვოზულობის გამოწვევა შეუძლია.