ბადურაშვილი: ვერ წარმოვიდგენ, რომ ერეკლე ჩემთან აღარ არის

მომღერალი ნინი ბადურაშვილი მამას იხსენებს.
Sputnik

„გადარეული იყო თავის პროფესიაზე. კინოს გადაღებებისთვის ეძებდა ობიექტებს და იქ გაცივდა. ისე გამოვიდა, რომ კინოს შეეწირა. ძალიან მიმძიმს მასზე საუბარი. ვერ წარმოვიდგენ, რომ ერეკლე ჩემთან აღარ არის. დარწმუნებული, რომ ის სხვა განზომილებაში არსებობს“, - ამბობს ბადურაშვილი.

მომღერლის თქმით, მათი ურთიერთობა ცდებოდა მამაშვილობას. ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყვნენ.