ტრადიციები და ექსტრიმი: ბახმაროში დოღი გაიმართება

მარულა ბახმაროში ყოველ წელს ფერისცვალების დღეს იმართება
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო  – Sputnik. ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2019“ ბახმაროში 19 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook–გვერდზე.

დოღის ტრადიცია გასული წლის 30–იან წლებში ჩამოყალიბდა. ფერისცვალების დღეს, 19 აგვისტოს ბახმაროში დაახლოებით 50 მონაწილე იკრიბება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ერთმანეთს ეჯიბრება დოღსა და ქართულ შეჯიბრება – მარულაში (დოღი გრძელ დისტანციაზე).

ტრადიციები და ექსტრიმი: ბახმაროში დოღი გაიმართება

სულ ოთხი გარბენია დაგეგმილი. დოღი მთიან ადგილზე იმართება, რაც დისტანციის გავლას ართულებს. მხედრები უნაგიროდ არიან და ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის დაზიანებას. გაარჯვებული 15 ათასი ლარის ოდენობის პრიზს მიიღებს.

კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან. ორგანიზატორები მოაწყობენ ეთნოგრაფიულ სტენდებს, რომლებიც ტურისტებს გურიას გააცნობს. გარდა ამისა, სტუმრები სპორტულ–გასართობ ღონისძიებებში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.

კურორტ ბახმაროს  2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.