„შემრცხვა ასეთი აფერისტობის...“ - ბაგრატის ტაძართან უცხოელებს ფულს სძალავენ?

ბაგრატის ტაძართან მომხდარ შემთხვევაზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავს
Sputnik

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ბაგრატის ტაძარში მომხდარ შემთხვევაზე წერს და ამბობს, რომ უცხოელ ტურისტებს იქ ფულს სძალავენ.

მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ

მისი თქმით, ბაგრატის ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც შეამჩნია 50-60 წლის ქალები, რომლებიც ტურისტებს ტაძარში შესვლის სანაცვლოდ, 5 ლარს ართმევდნენ.

„ქართულად კი მივალანძღე, მაგრამ უკვე გადახდილი ჰქონდათ ფული იმ უცხოელებს და აღარ ვთქვი არაფერი, თან ძალიან შემრცხვა ასეთი აფერისტობის, მაგრამ ახლა ვნანობ, რომ მეტი არ გავაკეთე. ისე, ნუთუ მე, 10 წუთის წინ მისულმა შევამჩნიე ეს გულისამრევი აფიორა და ტაძრის ხალხმა არ იცის? თუ წილში არიან ყველა? ჩემი იქ ყოფნის მოკლე დროში მინიმუმ 40 უცხოელი ტურისტი იყო ეზოში და წარმომიდგენია, დღეში რამდენ ფულს იჯიბავს ის აფერისტი ქალი“, - წერს სოციალურ ქსელში.