გუბერნატორის რეზიდენციაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შენობიდან ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი შენობის სახურავზე დღეს, შუადღით გაჩნდა. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ცეცხლის გაჩენისთანავე შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მაშველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, უცნობია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.